ბითაძის პირველი გამარჯვება ევროლიგაზე – ქართველი ცენტრის 4 ბლოკი

ადრიატიკის ლიგაზე პირველი გამარჯვების შემდეგ, გოგა ბითაძემ ბუდუჩნოსტის რიგებში პირველი გამარჯვება ევროლიგაზეც იზეიმა – მონტენეგროს კლუბმა რეგულარული სეზონის მე-18 ტურში აუტსაიდერ დარუშაფაკას 75:74 მოუგო. 

ქართველი ცენტრი სასტარტოში არ იყო, მან 26:31 წუთში 11 ქულა ჩააგდო. მან 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 4-დან 3 ჩააგდო, მანვე 1 სამქულიანი ააცილა. 

ბითაძემ მატჩის წინ ზედიზედ 9 სამქულიანი ჩააგდო

ბითაძემ 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს. 4 ბლოკი კი არა მარტო მატჩში ტურშიც ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგია. ბოლო მეოთხედში ქართველის ანგარიშზე სამი ბლოკია. 

კომენტარის დატოვება