რონალდუ:”გოლის გატანა აქ უფრო რთულია”

კრიშტიანუ რონალდუმ ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი განმეორებითი მატჩის წინ, უშუალოდ მატჩის გარდა, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებზე ისაუბრა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, იტალიის ჩემპიონატში გოლის გატანა გაცილებით რთულია:

“იტალიური გამოცდილება? ახალი გამოწვევის მიღებით კმაყოფილი ვარ. 

ჩემპიონატის ასეთ სირთულეს ნამდვილად არ ველოდი. თავდამსხმელებისთვის გოლის გატანა აქ გაცილებით რთულია.

ლა ლიგა უფრო გახსნილი ჩემპიონატია. იტალიაში უმთავრესი გოლის არგაშვებაა.

დავბრუნდები თუ არა ზიდანთან მადრიდში? გამორიცხულია! ესპანეთის ნოსტალგია ნამდვილად არ მაწუხებს. 

უდიდესი კლუბი დავტოვე და მასთან ერთად უამრავი მეგობარიც, მაგრამ აქაც ისევე მეპყრობიან, როგორც მადრიდში.

იუვენტუსით და იტალიაში ცხოვრებით ძალიან ბედნიერი ვარ”. – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

კომენტარის დატოვება