ედენ აზარი: მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

ლონდონის “ჩელსის” ვარსკვლავი ედენ აზარი აცხადებს, რომ მისთვის, მსოფლიოს ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს და ეს ლიონელ მესია.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მესისა და რონალდუს შედარებაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:

 “ყველა დროის ორი საუკეთესო ფეხბურთელი? არავითარ შემთხვევაში! მხოლოდ ერთი ყველა დროის საუკეთესო არსებობს და ეს ლიონელ მესია!
ჩემი უფროსი ვაჟი მესის დიდი ფანია. სინამდვილეში, ყველა ჩვენგანი მესის ფანია. ჩემს შვილს, “ბარსელონასთან” თამაშის დღეს, მესის ნახვა უნდოდა, რადგან ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.”

გარდა ლეო მესის შექებისა, ედენ აზარმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ისაუბრა და ტურნირის ლიდერებიც დაასახელა.

” ყველას სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად წარმოჩნდეს, მაგრამ საუკეთესო ნეიმარი იყო. ლიონელ მესი ტურნირს “გარეთ” იმყოფებოდა. ასევე რონალდუც. “

“ბრაზილიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ნეიმართან არ მისაუბრია. მისი ინგლისური არც თუ ისე კარგია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ტოპ მოთამაშეა და მას პატივს ვცემ. მისი დროც მოვა. შეიძლება შემდეგ მსოფლიოს თასზეც. ” 

კომენტარის დატოვება