“რეალი” ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობს

ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ბერნანდო სილვას დამატებას ცდილობს.

მოგეხსენებათ, კლუბის მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისა და ისკოს ერთმანეთში საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვთ, რის გამოც, დიდი ალბათობით, ესპანელი ფეხბურთელი მადრიდს დატოვებს.

“სამეფო კლუბმა” კი მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყო და პირველი ვარიანტი სწორედ პორტუგალიელი ნახევარმცველია.

წყაროს ცნობით, “რეალმა” პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა და მზადაა “სიტის” სილვას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კომენტარის დატოვება