კილიან მბაპე რეალში? პარი სენ-ჟერმენში უკვე მის შემცვლელებზე მსჯელობენ

პარი სენ-ჟერმენში, რომელსაც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას ფინანსურ ფეარ პლეის წესთან მიმართებაში, კილიან მბაპეს ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ და როგორც ირკვევა, სერიოზულად.

ცნობილია, რომ 20 წლის ფრანგი თავდამსხმელის გადაბირებით მადრიდის რეალია დაინტერესებული, პარიზული კლუბში კი ფეხბურთელს 200 მილიონ ევროდ აფასებენ. მანამდე კლუბის შეცვლის შესაძლებლობა თავად მბაპემაც არ გამორიცხა.

20 წლის ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, მონაკოდან იჯარით გადავიდა. ერთი წლის შემდეგ პარიზელებმა ტრანსფერი 135 მილიონ ევროდ გამოისყიდეს, რასაც 45 მილიონის ბონუსებიც დაემატა. 

ფრანგული კლუბი კილიან მბაპეს რეალში, ან ნეიმარის ბარსელონაში წასვლის შემთხვევაში, ვარიანტებს უკვე განიხილავს. პსჟ-ის მთავარი სამიზნე მადრიდის ატლეტიკოს და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანია, რომელსაც კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხად 200 მილიონი ევრო უწერია. პარიზელთა სათადარიგო ვარიანტი კი რეალის ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემაა, მაგრამ როგორც AS წერს, მადრიდელებთან ფასზე მოლაპარაკება გაცილებით რთული იქნება.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ პარი სენ-ჟერმენის მაისურით 23 მატჩში ითამაშა და 21 გოლი გაიტანა.


ანტუან გრიზმანმა მადრიდის ატლეტიკოს ღირსება 29 შეხვედრაში დაიცვა და 15 გატანილი გოლით გამოირჩა


ქარიმ ბენზემას ანგარიშზე მადრიდის რეალის მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 12 გოლია.

კომენტარის დატოვება