ემილიანო სალას გაუჩინარების დეტალები

უცნაური და საშინელი ფაქტი მსოფლიო ფეხბურთში. კარდიფ სიტის ახალი შენაძენი ემილიანო სალა 28 წლის არგენტინელი საფრანგეთიდან უელსში, კერძოდ კი კარდიფში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მისი თვითმფრინავი გაუჩინარდა და ჯერ-ჯერობით უცნობია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა წინასწარი მონაცემებით და ვარაუდით თვითმფრინავი ჩამოვარდნილია და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ემილიანო სალა შიგნით იჯდა.

რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ დაბრუნდა კარდიფის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი – ემილიანო სალა უელსიდან ნანტში (საფრანგეთში). საფრანგეთში დაბრუნების მიზეზი კლუბთან დამშვიდობება იყო. გუშინ, 21 იანვარს, არგენტინელი ფეხბურთელი კლუბის წევრებს და “ნანტის” მთელ სამწვრთნელო შტაბს გამოემშვიდობა.

📍 ინტერნეტში სალას უკანასკნელი აუდიოჩანაწერი ვრცელდება:


გამარჯობა, როგორ მიდის საქმეები? მე მკვდარი ვარ, ნანტიში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე, რამაც დამღალა. ახლა კი ვარ თვითმფრინავში, რომელიც სადაცაა დაიშლება.

კარდიფში მივდივარ და ხვალიდან ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს ვიწყებ. სიგიჟეა, არა?

თუ საათნახევარში ჩემგან ინფორმაციას არ მიიღებთ, არ ვიცი, გამოაგზავნიან თუ არა ვინმეს ჩემ მოსაძებნად… ძალიან მეშინია.


ემილიანო სალას თანაქალაქელები და მთელი მსოფლიო გლოვობს.კარდიფში კი გაუჩინარებულ თვითმფრინავზე მყოფი კარდიფის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, ემილიანო სალას მემორიალი გაიხსნა

კომენტარის დატოვება