ნოიერი: თამაშის უფლება მომცეს

ბაიერნის მეკარემ და კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის წინ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, 32 წლის გოლკიპერმა ხელის თითის ტრავმის გამო თავისი კლუბის ბოლო 3 მატჩი გამოტოვა.

გუშინდელმა და დღევანდელმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა. ყველა ვარჯიშში მონაწილეობა მივიღე და სათამაშოდ მზად ვარ. მაშინაც კი, როდესაც არ მითამაშია, მეკარეების თითქმის ყველა ვარჯიშს ვასრულებდი. რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს, მაგრამ სამედიცინო შტაბმა თამაშის უფლება მომცა

ციტირებს მანუელს ბაიერნის პრესსამსახური.


ლივერპული – ბაიერნის პირველი მატჩი ინგლისში 19 თებერვალს გაიმართება.

კომენტარის დატოვება