„ფულემის“ ყოფილი თავდამსხმელი, პაველ პოგრებნიაკი, სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

35 წლის ფეხბურთელს ბრალს რასიზმში სდებენ. საქმე ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხება, სადაც პოგრებნიაკი ქვეყნის ეროვნულ გუნდზე და შავკანიან ფეხბურთელებზე საუბრობს:წარმოდგენა არ მაქვს ამ ყველაფერს რა აზრი აქვს. ნამდვილად ვერ ვხვდები არიმ (არიკლენეს და სილვა ფერეირა) რუსული პასპორტი რატომ მიიღო.


წარმოდგენა არ მაქვს ამ ყველაფერს რა აზრი აქვს. ნამდვილად ვერ ვხვდები არიმ (არიკლენეს და სილვა ფერეირა) რუსული პასპორტი რატომ მიიღო.
სასაცილოა, როცა რუსეთის ეროვნული ნაკრების რიგებში შავკანიანი ფეხბურთელი თამაშობს. მარიო ფერნანდეში მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მის პოზიციაზე იგორ სმოლნიკოვი გვყავს. ვფიქრობ უცხოელების გარეშეც მშვენივრად ვიასპარეზებთ


პოგრებნიაკის ფრაზებს რუსეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა. პაველის განცხადებას ვლადიმირ პუტინის მრჩეველი ადამიანის უფლებებების საკითხებში, მიხაილ ფედოტოვი გამოეხმაურა და აღნიშნა:


ჩემი აზრით ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, შეუძლია ეროვნულ გუნდში ითამაშოს. კანის, თვალის და თმის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ეს ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.


რუსული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამოძიების დაწყებას გეგმავს. თუ პოგრებნიაკი დამნაშავედ სცნეს სავარაუდოდ გრძელვადიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.

კომენტარის დატოვება