რეგრესი რეიტინგში – ბასილაშვილი TOP 20-ს დატოვებს

განახლებულ რეიტინგში, რომელიც 28 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აღარ იქნება. 26 წლის ბასილაშვილმა 1/16-ფინალში სტეფანოს ციციპასთან წააგო, რითაც შარშანდელი შედეგი გაიმეორა. ნიკას რეიტინგში 1 820 ქულა აქვს.

მას მიმდინარეო რეიტინგში უკვე გაუსწრეს რობერტო ბაუტისტა აგუტმა (ესპანეთი) და დავიდ გოფინმა (ბელგია). თავის მხრივ, ბევრი დაკარგა კაილ ედმუნდმა (ბრიტანეთი), რის გამოც 15 ადგილი დაკარგა რეიტინგში. ასე რომ, ნიკამ საბოლოოდ 1 ადგილი დაკარგა და მიმდინარე რეიტინგში 21-ე პოზიციაზეა. მისი გასწრების მცირე შანსი გფრან ლუკა პუისაც აქვს, რომელიც მელბურნში ბრძოლას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მე-20 ჩოგნობა ქართველი ჩოგბურთელის უდიდესი მიღწევაა რეიტინგში. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურზე სოფიაში (3-10 თებერვალი) ითამაშებს, სადაც სავარაუდოდ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი. 

კომენტარის დატოვება