რეკლამა
სატურნირო ცხრილი
დაგვიმეგობრდი Facebook-ზე

ვაკო მარჩილაშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა!!
დაემატა: 26-06-2019, 21:27
ავტორი: admin
19 წლის ქართველმა სტუდენტმა, ვაკო მარჩილაშვილმა მსოფლიო მორიგი რეკორდი დაამყარა. თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13.018 წამში მოახერხა და ჩინელი თინეიჯერის, ქიუ ჯიანიუს (Que Jianyu) შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 15.84 წამს შეადგენდა. 

ღონისძიება 23 ივნისს, Tbilisi Open Air 2019-ის დასკვნით დღეს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში სახალისო-სარეკორდო შეჯიბრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა Open Air-ის ნებისმიერი სტუმრისთვის უფასო იყო.
კატეგორია: სიახლეები / საქართველო
დააფიქსირეთ თქვენი აზრი